გულის ქრონიკული უკმარისობა

გულის ქრონიკული ან შეგუბებითი უკმარისობა (გქუ) – რთული კლინიკური სინდრომია, რის დროსაც ირღვევა მარცხენა პარკუჭის ფუნქცია და სისხლის მიმოქცევის ნეიროჰუმორალური რეგულაცია, რასაც თავის მხრივ თან ახლავს:

   ა) შიდასისხლძარღვოვანი და ინტერსტიციალური მოცულობითი გადატვირთვის კლინიკური გამოვლინებები – ქოშინი, შეგუბებითი ხიხინი, შეშუპებები;                   

   ბ) ჰიპოქსემია და ქსოვილების პერფუზიის არაადეკვატურობის ნიშნები – საერთო დაღლილობა, ფიზიკური დატვირთვის დაბალი ტოლერანტობა; 

   გ) სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება.                                                   

გქუ-ის ერთერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი – მუდმივი დაღლილობა  განპირობებულია ჩონჩხის კუნთების სისხლის მიმოქცევის დარღვევით და გენერალური მიოპათიის განვითარებით.

გულის ქრონიკული უკმარისობის ფარმაკოლოგიურ მეთოდებს უდავოდ აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არსებობს პაციენტთა საკმაოდ დიდი კატეგორია, რომელთა მკურნალობა მოითხოვს აპარატული მეთოდების გამოყენებას დაზიანებული მიოკარდიუმის მუშაობის ეფექტურობის (მარგი ქმედების კოეფიციენტის) გაზრდის მიზნით. ახალი გამოგონებების დანერგვამ და უკვე არსებულის სრულყოფამ გააფართოვა მედიცინის შესაძლებლობის „ჰორიზონტი“ და უპერსპექტივო პაციენტების წარმატებული მკურნალობა.
ასე რომ, გქუ-ის დროს (სისტოლური დისფუნქცია და არითმიის ზოგიერთი სახეობა) ფარმაკო-აპარატურული მეთოდები იძლევიან  მარცხენა პარკუჭის განტვირთვის საშუალებას, გულის კამერების პათოლოგიური გეომეტრიის რევერს-რემოდელირებისა (უკუგანვითარების) და აღდგენითი პროცესების უზრუნველყოფის გზით, რაც შეიძლება ჩაითვალოს გულის გადანერგვის ალტერნატივად.


ხანგრძლივ (3 - 10 თვე), კომპლექსურ ფარმაკო-აპარატურულ 
თერაპიას შეუძლია გააძლიეროს/შეავსოს მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის ინვაზიური და/ან სუფთა მედიკამენტური მკურნალობის შედეგები, გულის ქრონიკული უკმარისობის რადიკალურ კორექციამდე და გულის გაფართოებული კამერების პათოლოგიური გეომეტრიის რევერს რე-მოდელირებამდე (უკუგანვითარებამდე). სხვა სიტყვებით კკპ-ს შეუძლია იმ ავადმყოფების განკურნება, რომლებიც იტანჯებიან მარცხენა პარკუჭის ქრონიკული სისტოლური დისფუნქციით.

 

ცხრილში მოყვანილია ჩვენი, 7  პაციენტის (მამაკაცები) შედეგი,  ასაკი - 40 წელზე მეტი, ჭარბი წონით/გაცხიმოვნებით, წარსულში - თამბაქოს მომხმარებლები, რომლებიც იტანჯებოდნენ სისხლის მიმოქცევის პათოლოგიით  უკვე არა ერთ წელს.

D-s:  დკმპ გქუ-ით NYHA II- III (n=7); შუნტირების (n=2), სტენტირების (n=1) და ICD იმპლანტაციის (n=1) შემდგომი                         მდგომარეობა; მოციმციმე არიტმია (n= 2); ჰიპერტონული დაავადება (n= 3); შაქრიანი დიაბეტი (n=2)

ასე რომ, გაწერისთვის გულის საკნების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა და მიუახლოვდა ნორმას გულის უკმარისობის ფუნქციური კლასის მკვეთრი დაქვეითებით: NYHA 0-I

___________________________________________________________________________________________

რაპროფესიონალთა საყურადღებოთ:

 ექო-კარდიოგრაფიული ნორმები (შედარებისთვის) :

                   BL - საწყისი მდგომარეობა

                   Posr - ჩატარებული მკურნალობის შემდეგ

                   LA  =  30-35 mm -  მარცხენა წინაგულის ზომა, მმ 
                  RA  = 15-30 mm -   მარჯვენა წინაგულის ზომა, მმ
                  EDV =125-135 ml - მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური მოცულობა, მლ
                  ESV = 50-60 ml -     მარცხენა პარკუჭის საბოლოო სისტოლური მოცულობა, მლ
                  EF  =  55-75%  -       განდევნის ფრაქცია, %
      
     

 

ანალოგიური შედეგის მიღწევა არსებული სტანდარტული მკურნალობით შეუძლებელია!