სქოლიოზი

სქოლიოზი – ეს არის ხერხემლის დეფორმაცია თანმდევი გამრუდებით ფრონტალურ სიბრტყეში. დაავადების პროგრესირების შემთხვევაში ვითარდება მალების მოტრიალება გულმკერდის დეფორმაციით, რასაც თან სდევს შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლა.

 

თანამედროვე წარმოდგენების თანახმად, სქოლიოზის აღმოცენება და პროგრესირება დამოკიდებულია აღნაგობის ფორმირებაზე პასუხისგებელი კუნთების ტონუსის ასიმეტრიასა და ძალების დისბალანსზე. ყველაზე საშის და დაუცველ ეტაპს წარმოადგენს ბავშვის ინტენსიური ზრდისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფორმირების პერიოდი: 4-დან 14 წლამდე. განასხვავებენ ხერხემლის ფუნქციურ ანუ ნერვ-კუნთოვან (I – II ხარისხი) და სტრუქტურულ ანუ ძვალ-ხრტილოვან (III – IV ხარისხი) დეფორმაციას, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობისადმი სხვადასხვა მიდგომას. 

 

სქოლიოზის მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია სხეულის დეფორმაციის ხასიათზე და ხარისხზე, შინაგანი ორგანოების თანდევი დაზიანებით ან მის გარეშე.

კონსერვატული მკურნალობის მიზანია:

I - II ხარისხი – ხერხემლის დეფორმაციის სრული ან ნაწილობრივი ლიკვიდაცია
III - IV ხარსისხი – პათოლოგიის პროგრესირების შეწყვეტა თუ არა შენელება მაინც. 

ჩვენს კლინიკაში დაგროვილია სქოლიოზის წარმატებული მკურნალობის გამოცდილება, კუნთოვანი კონტრპულსაციის აპარატით CardioLa. ელექტრული იმპულსების ზემოქმედებით ტორსის დასუსტებულ კუნთებზე და მათი ტრენირებით კარდიოსინქრონიზირებულ რეჟიმში, ხდება სიმეტრიული კონტრალატერალური კუნთების ტონუსის, დარღვეული ბალანსის აღდგენა, რაც უზრუნველყოფს მათი ძალების გათანბრებას და ხერხემლის გასწორებას.  
  
  

 


С - ის მაგვარი I ხარისხის სქოლიოზის (ხერხემლის ფუნქციური დეფორმაცია) წარმატებული კორექციის მაგალითები 16 წლის გოგონასა და 8 წლის ბიჭის შემთხვევაში, კუნთოვანი კონტრპულსაციით მკურნალობის ორკვირიანი კურსის შემდეგ. 

ხერხემლის პათოლოგიური გამოდრეკილობა "იპარავს " სიმაღლეს. რაც უფრო გამოხატულია პათოლოგია, მით უფრო მეტდ ხდება მოპარვა და შესაბამისად მცირეა პაციენტის სიმაღლე.

 

კუნთოვანი კონტრპულსაციის პირველივე პროცედურის მერე (თუ ის სწორად არის შესრულებული!), პაციენტის სიმაღლე მატულობს 0.6 – 1.2 მმ – ით. რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, მით უფრო თვალსაჩინოა სიმაღლეში მატება და მნიშვნელოვანია შედეგი. ეს ხორციელდება დასუსტებული კუნთების გაძლიერებისა და კონტრალატერალური კუნთების ტონუსის პათოლოგიური დისბალანსის შემცირების ხარჯზე. მკურნალობის მეორე კვირის ბოლოსთვის, შესაძლებელია კუნთოვანი კარკასის ტონუსის დისბალანსის აღმოფხვრა და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენა I - II ხარსიხის სქოლიოზის მქონე ბავშვებში, ჩონჩხის ხრტილების ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი დეფორმაციით. 

თუმცაღა მკურნალობა ამ ეტაპზე არ მთავრდება, ხერხემლის სწორ მდგომარეობა ბავშვისთვის მიუჩვეველია, უქმნის დისკომფორტს და იგი ცდილობს რა, მიიღოს მოსახერხებლი პოზა, კვლავ იმრუდებს ხერხემალს. მიღწეული შედეგის სტაბილიზაცია შესაძლებელია სწორი ტანადობის გამომუშავებით.

 

  

14 – წლის ბავშვის გულმკერდის რენტგენოგრამა ხერხემლის C - ის მაგვარი გამრუდების II ხარისხით მკურნალობის ორკვირიანი კურსის ჩატარებამდე და გამრუდების I ხარისხით მკურნალობის შემდეგ. 


III - IV ხარისხის სქოლიოზის დროს ჩონჩხის სტრუქტურული დეფორმაციით, პათოლოგიის სრული უკუგანვითარების მიღწევა ხერხემლის გასწორებით, ქირურგიული ჩარევის გარეშე უკვე შეუძლებელია, თუმცა კუნთოვანი კონტრპულსაციის გამოყენებით ხერხდება სუბიექტური და კლინიკო–რენტგენოლოგიური გაუმჯობესების მიღწევა. 

 

სურათზე ნაჩვენებია 27 წლის პაციენტის გულმკერდის რენტგენოგრამები და ფოტოსურათები S - ის მაგვარის III –ის ხარისხის სქოლიოზით საწყის მდგომარეობაში (A), პირველი ორკვიარიანი კურსის შემდეგ (B), და მეორე ორკვირიანი კურსის შემდეგ (C) ერთ თვიანი შუალედით.