ოზონი - არის მოლეკულა, რომელიც წარმოქმნილია ჟანგბადის სამი ატომით და გააჩნია ერთი თავისუფალი კავშირი, რაც განაპირობებს მოცემული მოლეკულის მაღალ აქტივობას.
აპარატი "Надежда-О" ჟანგბადის ოზონირებისათვის
ოზონო-თერაპია სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ დანერგილი, მაღალეფექტური სამკურნალო მეთოდია, მისი გამოყენება ამცირებს მკურნალობის ვადებს, აქვეითებს ლეტალობის დონეს და ინვალიდობის ხარისხს.
განარჩევენ ოზონო-თერაპიის შემდეგ ძირითად სახეებს:
ოზონის სამკურნალო ეფექტები:
- ფლობს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური თვისებებს;
- აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიას და აძლიერებს მიკროჰემოდინამიკას;
- ხსნის ინტოქსიკაციას და ზრდის ანტიოქსიდაციური დაცვის სისტემის აქტივობას;
- არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ლიპიდების პეროქსიდაციის დარღვევათა კორექციას და ცხიმების უტილიზაციას.
ოზონო-თერაპიის ჩვენებები:
- მუცლის ღრუს მწვავე და ქრონიკული დაავადებები (პერიტონიტი, სეფსისი, პანკრეატიტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატიტი, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადები და სხვა)
- გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის იშემიური დაავადება, მაობლიტირებელი ენდარტერიტი, ათეროსკლეროზი და სხვა);
- სხვადასხვა ნევროლოგიური მდგომარეობები;
- ურო-გენიტალური ტრაქტის დაავადებები
- ესთეტიკური მედიცინა (გახდომა, სტრიების, ნაწიბურების და ცელულიტის მკურნალობა)