ლაზერო-თერაპია

ქსოვილების ტრანსდერმალური ლაზერული დასხივება აპარატით  "МИЛТА"

 

ლაზერო-თერაპიის ეფექტურობამ განსაზღვრული პათოლოგიური მდგომარეობების დროს, კომფორტულობამ, გვერდითი მოვლენების არ არსებობამ და ასაკის შეუზღუდავობამ განაპირობა ამ მეთოდის პოპულარობა.                   

ლაზერით მკურნალობის გარეგანი გამოყენებისას  ხდება სხეულის განსაზღვრულ ზონებსა და წერტილებზე  გამოსხივებული ლაზერის მოქმედება. სხივი ღრმად აღწევს ქსოვილში და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას დაზიანებულ ქსოვილებში, ააქტიურებს შეხორცებისა და რეგენერაციის პროცესებს, ადგილი აქვს  მთლიანად ორგანიზმის საერთო სტიმულაციას.                          

ლაზერული თერაპიის მოქმედებით ფართოვდება კაპილარები, უმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია, ქსოვილების კვება და ყველაფერ ამას მივყავართ  დაზიანებულ ადგილებში შეხორცებითი პროცესების დაჩქარებისკენ.  ლაზერული თერაპია დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე, აქვეითებს სისხლის სიმკვრივეს, აძლიერებს ლიმფის დინებას, აქვეითებს ქოლესტერინს, იჩენს ტკივილდამაყუჩებელ, ანტიმიკრობულ, ანტივირუსულ და ანტიალერგიულ
ეფექტს.                                                                

დამტკიცებულია ლაზერის მაღალი ეფექტურობა გულის იშემიური დაავადებისა და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად ტრადიციული სამედიცინო მეთოდებით ნამკურნალევ პაციენტებს შორის ლეტალობა იყო – 22%, ხოლო ლაზერით ნამკურნალევს შორის კი – 8%.                                                               

გარდა ამისა, დაბალენერგეტიკული ლაზერით დასხივება აძლიერებს ლიმფოციტების მემბრანის ფუნქციას, აძლიერებს რა ამ სახით იმუნურ სისტემას (ლიმფოციტები, როგორც ცნობილია „პასუხისმგებელი“ არიან სპეციფიურ იმუნიტეტზე). ამგვარად, იმუნური სისტემის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა ნაჩვენებია ლაზერით. 

 

ლაზერული თერაპიის ჩვენებები:                        

- გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, ნეიროცირკულაციური ასთენია, არტერიული ჰიპერტენზია);                  

- პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებები (კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტერირებელი დაზიანება, ფლებიტი, თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება);                               

- სასუნთქი ორგანოების დაავადებები  (პნევმონია, პლევრიტი, ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვების ტუბერკულოზი);

- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დაავადებები (გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი);       

- შარდ–სასქესო სისტემის ორგანოთა დაავადებები: თირკმელების (მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტები, შარდკენჭოვანი დაავადება), ცისტიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი, სასქესო ფუნქციის დარღვევა;     

- გინეკოლოგიური დაავადებები  (მშობიარობისშემდგომი ენდომეტრიტი, არასპეციფიური სალპინგიტი, ბარტოლინიტი);

- ნერვული სისტემის დაავადებები (ნევრალგიები, ნევრიტები, ნერვული ღეროებისა და ქსელის ტრავმები, ქალა–ტვინის ტრავმების, ინსულტისა და ნეიროინფექციების გამოსავალი);

- ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური მოშლილობები (ნევრასთენია, ფსიქოსთენია, სტრესული მდგომარეობა, უძილობა); 

- სხვირ–ხახის დაავადებები (ოტიტი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, რინიტი, ანგინა, ტონზილიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი); 

- საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (ართრიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზი, მიოზიტები, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობები, პერიოსტიტები);

- ძნელად შეხორცებადი ჭრილობები, პერიტონიტები, ფურუნკულები, კარბუნკულები, ძვლების მოტეხილობის შენელებული შეხორცებები, ოპერაციის შემდგომი და პოსტ-ტრავმული ნაწიბურები, დამწვრობები;

- კანის დაავადებები (დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ჰერპესი, ეროზიები, ლორწოვანი გარსების წყლულები); 

    

საშუალოდ მკურნალობის კურსი გათვლილია 10 სეანსზე, ხოლო ლაზერო- და ფარმაკო-თერაპიის კომბინაციით მიიღწევა უკეთესი ეფექტი. ზოგიერთ შემთხვევაში მიღწეული ეფექტის გასამყარებლად პროცედურა მეორდება ნახევარ წელიწადში. მკურნალობის პერიოდში გვმართებს ალკოჰოლისგან თავის შეკავება.