ფოტოჰემო-თერაპია 

სისხლის ულტრაიისფერი სხივებით დამუშავება (УФО-თერაპია) წარმოადგენს ფოტოჰემო–თერაპიის ნაირსახეობას.  ეს არის საკუთარი ან დონორის სისხლის ექსტრაკორპორალური (ორგანიზმის გარეთ), დოზირებული ულტრაიისფერი სხივებით  ზემოქმედება  სამკურნალო ან/და პროფილაქტიკური მიზნებით (აპარატი "Надежда-О"). სამკურნალო ეფექტის სისწრაფე და მდგრადობა აიხსნება იმით, რომ ულტრაიისფერი სხივი მარეგულირებელ მოქმედებას იჩენს მოლეკულურ, უჯრედულ და ორგანულ დონეზე   და გავლენას ახდენს ბევრი დაავადებისთვის საერთო პათოლოგიურ ცვლილებებზე.

 

აპარატი "Надежда-О" ფოტოჰემო-თერაპიისათვის 

 

УФО-თერაპია გამოიყენება: ხანგრძლივი ქრონიკული ანთებითი პროცესების, ქრონიოსეფსისის, ქოლანგიტის, ჰეპატიტის, პანკრეატიტის სამკურნალოდ, რიგი დერმატოლოგიური დაავადებების (ეგზემა, ფსორიაზი, ფურუნკულოზი), შაქრიანი დიაბეტის, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის, ჰიპოთირეოზის, მამაკაცების და ქალების ენდოკრინული ხასიათის უნაყოფობის, საკვერცხეების დისფუნქციის, პათოლოგიური კლიმაქსის, იმპოტენციის დროს.  

                                                    

ფოტოჰემო–თერაპიის სამკურნალო ეფექტები:

-  უჯრედული და ჰუმორალური იმუნიტეტის კორექცია;                              

-  ორგანიზმის არასპეციფიური რეზისტენტობის ამაღლება;                         

-  სისხლის რეოლოგიური თვისებების და მიკროცირკულაციის გაუმჯობესება;

-  სისხლის ჰემოსტატიური პოტენციალის რეგულაცია;

-  სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება;

-  სისხლის მჟავა–ტუტოვანი მდგომარეობის ნორმალიზება;

-  სისხლის ჟანგბადმატრანსპორტირებელი ფუნქციის ამაღლება;   

-  სისხლის პროტეოლიზური აქტიურობის ნორმალიზება;   

-  სისხლის ანტიოქსიდანტური აქტიურობის ამაღლება;

-  ერითროპოეზის სტიმულაცია;

-  რადიაციული დასხივების დროს დნმ–ს რეპარაციის უჯრედშიდა სისტემების სტიმულაცია;  

-  ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზება (ცილოვანი, ლიპიდური, ნახშირწყლოვანი, ენერგეტიკული ცვლა);

-  რეგენერაციული პროცესების ნორმალიზება და სტიმულაცია;

-  ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;

-  დეზინტოქსიკაციური მოქმედება;       

-  ანტიალერგიული მოქმედება.